სტუდია →
Pr Premiere Pro-ს პანელი · ახალი

მონტაჟი სიტყვებით, პირდაპირ Premiere-ში

მონიშნე კლიპი და დაწერე: „როცა ქვას იპოვის, +1 დაწერე“ ან „ხომალდი მწვანედ ააციმციმე“. ლეღვი AI უყურებს კადრებს, პოულობს სწორ წამს და ტაიმლაინზე ცალკე ტრეკზე სვამს ანიმირებულ გრაფიკას.

Windows და Mac · Premiere Pro 2020 (14.0) ან უფრო ახალი · უფასოა, 1 ბრძანება = 1 ტოკენი
ლეღვი AI-ს პანელი Premiere Pro-ში: ბრძანება ჩატში, ოვერლეები ტაიმლაინზე

რას აკეთებს

ყველაფერი ჩვეულებრივ კლიპად ჯდება ტაიმლაინზე: გადაწევ, დააგრძელებ, წაშლი, Ctrl+Z.

როცა ქვას იპოვის, „+1 🪨“ დაწერეყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება — ცალ-ცალკე წარწერა pop-ანიმაციით
ხელი მონიშნე აქმბზინავი რგოლი ობიექტის გარშემო, რომელიც თავისით იხატება
ხომალდი მწვანედ ააციმციმეფერადი პულსირებადი ნათება ობიექტზე
თავზე სახელის ბარათი დაადე: „ნიკა · სტრიმერი“ლამაზი label-ბარათი ზუსტად თავზე
ყველაზე საინტერესო მომენტში ზუმიკამერის ზუმი Motion keyframe-ებით შენს კლიპზე
უფრო დიდი გახადე და წითელიუკვე ჩასმულს შეცვლის — ძველი ქრება, ახალი ჯდება

დაყენება — 1 წუთი

Adobe-ს მაღაზიაში ჯერ არ არის, ამიტომ ინსტალერი თვითონ ჩართავს პანელს.

ჩამოტვირთე და გახსენი

ამოაარქივე leghvi-premiere.zip და დახურე Premiere Pro.

გაუშვი ინსტალერი

Windows: ორჯერ დააჭირე Install-Windows.bat
Mac: მარჯვენა ღილაკი Install-Mac.command → Open

გახსენი და შეაერთე

Premiere → Window → Extensions → Leghvi AI. ჩასვი შენი გასაღების ბმული — და მზადაა.

კითხვები

როგორ ხედავს AI ჩემს ვიდეოს?

პანელი Premiere-ს სთხოვს მონიშნული უბნიდან 8–40 კადრს (წამში ~2), აწყობს მათ დროის ნიშნებიან ფურცლებად და აგზავნის ლეღვის სერვერზე. თავად ვიდეო ფაილი არსად იტვირთება.

რამდენი ღირს?

პანელი უფასოა. ყოველი AI ბრძანება 1 ტოკენია; თუ ვერ შესრულდა, ტოკენი ავტომატურად გიბრუნდება. „ჩემი ფაილები“ (საიტზე შექმნილი ფოტო/ვიდეოს შემოტანა) უფასოა.

სად ინახება გრაფიკა?

Documents/LeghviAI საქაღალდეში, გამჭვირვალე PNG-სექვენსებად. პროექტში ჩნდება bin „ლეღვი AI“. თუ ამ საქაღალდეს წაშლი, ტაიმლაინზე ოვერლეები „Media Offline“ გახდება.

რა მონიშნოს?

მონიშნე ერთი კლიპი — AI მხოლოდ მას უყურებს. ან დასვი In/Out წერტილები სექვენსზე. არაფერი თუ არ არის მონიშნული, აიღებს კლიპს კურსორთან. ერთ ჯერზე მაქსიმუმ 3 წუთი.

Premiere არ ჩანს „Extensions“-ში

გადატვირთე Premiere ინსტალერის შემდეგ. თუ მაინც არ ჩანს, ინსტალერი თავიდან გაუშვი Premiere-ის დახურვის შემდეგ — ის ჩართავს PlayerDebugMode-ს, რაც ხელმოუწერელ პანელებს სჭირდება.